სამხედრო სავალდებულო სამსახური

მღვდელმთავარი: ბიბლიური თავისუფლების გაუქმება ღარიბაშვილის გადასაწყვეტი არაა, ბლატაობს

ღარიბაშვილს აქამდეც ჰქონდა ასეთი მცდელობა, კუნთებს ათამაშებს, თითქოს რაღაცას წყვეტს და ამბობს რომ ბიბლიურ თავისუფლებას ავკრძალავთ და ამით ჩვენ უფება გვექნება ადამიანები მონებად ვაქციოთო. საბოლოო ჯამში, ეს ღარიბაშვილის გადასაწყვეტი მაინც ვერ იქნება. თუ საქმე საქმეზე მიდგება, ისე შევაწუხებთ ამაზე რომ ღარიბაშვილზე ზემდგომ ადამიანს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. თვითონ კი "ბლატაობს" ახლა, მაგრამ "ბიბლიური თავისუფლების" გაუქმება მისი გადასაწყვეტი არაა. ეგ კი არა, თანამდებობაზე მოსვლა-წასვლა არაა მისი გადასაწყვეტი.

"ბიბლიურმა თავისუფლებამ" ამ ქვეყანაში სისტემის მონობისგან 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიცვა და ახლა ღარიბაშვილი ამბობს რომ, 700 ათასი ადამიანი არის ამ ქვეყანაში ვისაც ჯარი ეხება და მათ პოტენციურ მონებად განიხილავს. ახლა გადაწყვიტა, რომ უფლება აქვს, ადამიანების უფლებების დაცვა აგვიკრძალოს და "ვიშკაზე" მათ მსახურებად წაიყვანოს. ეს არ გაუვა ღარიბაშვილს იმიტომ რომ სიმართლე არ არის მის მხარეს.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას "ბიბლიური თავისუფლების" მღვდელმთავარი, ლევან ჯგერენაია ეხმაურება. ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელსაც დღეს, 5 სექტებმერს, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენდნენ გირჩის "ბიბლიური თავისუფლება" სექტას შეადარა და აღნიშნა, რომ მინისტრობისას ეს იქნება პირველი ამოცანა, რომელსაც დაარეგულირებს.

კომენტარები