ირაკლი ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი გირჩზე: ეს უღირსი ადამიანები 2 მთავარ ფუნდამენტს, სარწმუნოებას და ჯარს ურტყამენ

მე არ მინდა იმ, უკაცრავად და, უღირსი ადამიანების შეურაცხყოფებს ვუპასუხო. უკვე გამოგვეხმაურნენ, როგორც ნახეთ, სექტის წარმომადგენლები. მე გეტყვით შემდეგს, ჩვენი სახელმწიფო დღემდე მოვიდა სარწმუნოებითა და ჯარით. ეს უღირსი ადამიანები ამ ორ მთავარ ფუნდამენტს ურტყამენ და ანგრევენ, მცდელობა აქვთ, რა თქმა უნდა. მე ბედნიერი ვარ, რომ ეს არის 0.1%, რომელიც ასე აზროვნებს და მივეკუთვნები ამ აბსოლუტურ უმრავლესობას. ჩვენ არ უნდა მივაქციოთ ყურადღება მათ ამ პროვოკაციულ ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნულ წამოწყებებს.

თქვა გირჩზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მანამდე, მან საპარლამენტო მოსმენისას გირჩის "ბიბლიური თავისუფლება" ახალგაზრდობის "დეგრადაციასა" და სახელმწიფოსთვის "ძირის გამოთხრაში" დაადანაშაულა.

კომენტარები