გიორგი გახარია

გახარია: იქ, სადაც მთავრობას მოუწევს "არას" თქმა, ეს "არა" ადეკვატურად უნდა იყოს მიღებული

აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მიმდინარე პერიოდში ყველა გადაწყვეტილება, საკანონმდებლო ან სისტემური ცვლილება, რომელიც იქნება მიღებული, იქნება თქვენი სრული ჩართულობით, ოღონდ მოლოდინებიც უნდა იყოს ადეკვატური და ობიექტური.

იქ, სადაც მთავრობას მოუწევს "არას" თქმა, ეს "არა" უნდა იყოს ადეკვატურად მიღებული. ჩვენი ყველას დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, რომ პასუხი იყოს სწრაფი და არ დავხარჯოთ ამაზე ბევრი დრო. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, "არაც" პასუხია.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბიზნესოაციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

კომენტარები