სექსუალური შევიწროება ეკლესიაში

მამა გიორგი: დიმიტრი შიოლაშვილმა გვითხრა, რა ახალი ამბავი თქვით ზოსიმეზეო, ყველამ იცოდა

მას შემდეგ, რაც ზოსიმე შიოშვილმა ხელწერილი დაწერა, წავედით პატრიარქის ძმის შვილთან, დიმიტრი შიოლაშვილთან, მაშინ ის ჩვენი პედაგოგი იყო, ახლა ბათუმის ეპარქიის მიტროპოლიტია. აკადემიის შენობაში ეძინა იმ ღამეს. გავაღვიძეთ, შევჩივლეთ და ვთხოვეთ, რომ პატრიარქთან შევეყვანეთ და ისე მოგვეგვარებინა ეს საკითხი, რომ გარეთ არ გასულიყო. მან ასეთი რამ გვითხრა, „თქვენც რა ახალი ამბავი მითხარით ზოსიმეზეო“. ანუ, ეს არ იყო პირველი შემთხვევა და ყველამ ყველაფერი იცოდა. რამდენიმე დღეში კი სემინარიაში მისულებს, კედელზე გამოკრული დაგვხვდა განცხადება, რომ ოთხივე სტუდენტი გარიცხული ვიყავით სტუდენტისათვის შეუფერებელი საქმიანობის გამო

ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სემინარიისა და აკადემიის ყოფილი სტუდენტი, მღვდელი გიორგი სხილაძე, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და არ იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში. მან წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტი ზოსიმე სტუდენტი მამაკაცის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

კომენტარები