ბოკერია: ეს რეალობა, რაც კინოთეატრებთან ხდება, არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახე

აღსანიშნავია, რომ მოძალადე ადამიანების ასეთი მცირე ჯგუფი ახერხებს, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომლებიც მიდიან კინოში, არანორმალური პირობები შეუქმნას. ლეწვა, ჭიდაობა, შეჭრისკენ პირდაპირი მოწოდებები... პოლიციელებს აქვთ დავალება, რომ მოძალადეები კი არ დააკავონ და ჩვეულებრივ მოქალაქეებს კი არ შეუქმნან ნორმალური პირობები, არამედ უბრალოდ ავალებენ, რომ გამშველებლების როლში იყვნენ. ამ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების მსხვერპლები თავად პოლიციელებიც ხდებიან ზოგჯერ. 

ეს რეალობა არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახე. პოლიციელებს არ აძლევენ უფლებას დააკავონ მოძალადეები და ჭყლეტვაში არ მოაყოლონ მოქალაქეები, რომლებსაც ფილმის ნახვა უნდათ. ეს ხალხი, ვინც ახლა იქ [კინოთეატრებთან] ეგრე იქცევა, არის ვოლსკის და ივანიშვილის გუნდის სახე.

სრული სიცრუეა, რომ ვინმე ამბობს, რომ მათ აქვთ მსგავსი აზრების ქონის უფლება. არა, აი, ამ სამარცხვინო ძალადობის უფლება არ აქვს არავის და ხელისუფლება არის ამ ყველაფრის პირდაპირი თანამონაწილე, როდესაც ამას უშვებს.

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია კინოთეატრებთან შეკრებილ ძალადობრივ, პროპუტინურ ჯგუფზე საუბრობს, რომლებიც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერაზე შეჭრასა და მის ჩაშლას გეგმავენ. კინოთეატრებთან შეკრებილი ჯგუფებები პიროტექნიკასაც ისვრიან
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები