ვოლსკი: თუ ივანიშვილი და ვასაძე შეთანხმდნენ, რატომ ფიქრობთ, რომ ქვეყნის საწინააღმდეგოდ?

ამას ვუშვებ, რომ ასეთი შეხვედრა შედგა, თუმცა რაღაც ეს კონსპირაციაზე მინიშნება და რაღაც საიდუმლო საუბრების თემაზე მინიშნება ვფიქრობ, არც ღირსეული განცხადება არ არის და არც რაიმე ისეთს შეიცავს, რომელიც საზოგადოებისთვის შეიძლება სკანდალური იყოს. თუ აკეთებ განცხადებას მაშინ ისაუბრე ბოლომდე...

ბიძინა ივანიშვილს საერთოდ არ ახასიათებს ისეთი განცხადებების ან საუბრების ჩატარება, რომელიც რაიმე სახით ელემენტარულად მაინც უპირისპირდება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. თუ რამეზე შეთანხმდნენ, რატომ ფიქრობთ რომ მაინცდამაინც საქართველოს საწინააღმდეგო თემებზე შეთანხმდნენ?

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ბიძინა ივანიშვილისა და ლევან ვასაძის შესაძლო შეხვედრაზე. ვასაძემ თავად თქვა, რომ გასული წლის აპრილში ივანიშვილი მასთან თხოვნით და წინდადებით მივიდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები