მდინარაძე პროპორციულის ჩაგდებაზე: ერთი გადაწყვეტილების გამო ქვეყანა არ უნდა ავრიოთ

არანაირი რიგგარეშე არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარდება, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ახლა, უნდა ცივი გონებით, რაციონალურად გადავწყვიტოთ ყველა საკითხი. ქვეყანა არ უნდა ავრიოთ ერთი გადაწყვეტილების გამო, თუმცა მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილებაც, მესმის მე ძალიან კარგად თქვენი კითხვის პასუხი, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ 2020 წლის არჩევნებისთვის, სადაც უნდა გავიდეთ ღირსეულად და უნდა მივცეთ ყველა პარტიას თანაბარი შესაძლებლობები, რომ ასევე ღირსეულად მიიღონ მონაწილეობა

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, ამის შესახებ მედიასთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ისაუბრა

კომენტარები