გიგა ბოკერია

ბოკერია: არც ერთ ხელისუფალს არ უნდა შეეძლოს საზოგადოების დამცირება

მან შეურაცხყოფა მიაყენა მთელ საზოგადოებას, რომელთანაც დადო კონტრაქტი, დადო პირობა, რის გამოც მნიშვნელოვნად განიმუხტა მაშინ ვითარება და ლოგიკურიც იყო, რადგან დიდ მოთხოვნაზე დათანხმდა. მერე გადააგდო და ახლა იმეორებენ, კი გადაგაგდეთ, მაგრამ ასეც უნდა იყოსო. თავისუფალი საზოგადოება კანონებზე, მნიშვნელოვან ინსტიტუტებზე მეტადაც კი, დგას ფუნდამენტურ პრინციპზე, რომ არც ერთ ხელისუფალს არ უნდა შეეძლოს საზოგადოების დამცირება და უნდა იყოს ანგარიშვალდებული. ეს კაცი გვახვევს პირიქით წესებს და ჩვენი საზოგადოება ამას არ მიიღებს. სამწუხაროა, რომ ასეთი რადიკალური პროტესტისკენ უბიძგა საზოგადოებას, სხვა გზა არც კი დაუტოვა. ეს არის მისი არჩევანი, ეს არის რეაქცია საზოგადოების და გადაყვება ამ რეაქცია, ოღონდ, რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ქვეყანას ზიანი მიადგება.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ტელეკომპანია მთავარის ეთერში ქართული ოცნების მიერ პირობის დარღვევასა და პროპორციული სისტემის ჩაგდებაზე, ასევე, აქციებზე პარლამენტთან.

კომენტარები