გიგა ბოკერია

ბოკერია: რა დიალოგზე ლაპარაკობს ახლა ივანიშვილი, რომ ისევ გადაგვაგდოს?

დიალოგისას სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი. ივანიშვილმა და მისმა გუნდმა თქვეს, რომ ჩვენ გადავდივართ პროპორციულზე, დიდი ნაბიჯი გადავდგით და ამან მნიშვნელოვანწილად განმუხტა ის კრიზისი, რომელიც გავრილოვის ღამის და დაღვრილი სისხლის მერე შეიმნა და ის კრიზისიც მათი შექმნილი იყო, როცა ქვეყნის მტერი შემოუშვეს ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, მერე როცა დასვეს თავმჯდომარის სავარძელში, მერე როცა ძალა გამოიყენა სპეცრაზმმა, მერე როცა ესროლეს მშვიდობიან ნაწილს, დათხარეს თვალები. ამ კრიზისის გამუხტვისთვის გავაკეთეო, ივანიშვილმა და დადო ეს კონტრაქტი საზოგადოებასთან. დიალოგი მაგას ჰქვია. მერე გაწყვიტა დიალოგი, იმიტომ, რომ თქვა, გადაგაგდეთ და მორჩაო. რა დიალოგზე ლაპარაკობს ახალზე, რომ ისევ გადაგვაგდოს? ჯერ ის სიტყვა შეასრულოს.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ოცნების შეთავაზებაზე ოპოზიციისადმი, დაიწყოს დიალოგი პარლამენტის პიკეტირების მოხსნის შემთხვევაში.

კომენტარები