ხუნდაძე: მომავალ კვირას სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის პროექტს დავარეგისტრირებთ

გუშინდელი ჩვენი შეთანხმება ლიდერთან დღეს გავაცანით უმრავლესობას. უმრავლესობაშიც შედგა ის შეთანხმება, რაც იყო გუშინ. ის, რომ ჩვენ, მაჟორიტარები არ შევეხებით 2020 წლის საარჩევნო სისტემის შეცვლას და ის დარჩება შერეული სისტემით, როგორიც არის დღეს. პარალელურად გავაგრძელებთ მუშაობას მაჟორიტარული სისტემის სასარგებლოდ და 200 000 ხმის მოგროვებას.

ჩვენ გვაქვს მეტი დრო, შემდეგ კვირას დავარეგისტრირებთ კანონპროექტს საინიციატივო ჯგუფთან ერთად და დავიწყებთ ხალხში გასვლას.

რაც შეეხება ხალხის გამოკითხვას, ის ჩატარდება 2020 წლის არჩევნებთან ერთად, რომ არ იყოს ზედმეტი ხარჯი, ან 2021 წელს. შესაბამისად, როგორიც იქნება ხალხის დამოკიდებულება, იმის მიხედვით გავაგრძელებთ მოქმედებას.

თქვა ქართული ოცნების წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან. ხუნდაძემ შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება რამდენიმე კვირის წინ დააანონსა, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ დანაპირები არ შეასულა და 2020 წლის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები