სალომე ზურაბიშვილი

ხაზარაძე: PACE-ში ზურაბიშვილმა თქვა რეალობა, ივანიშვილი მათთვის პრეზიდენტიცაა, მამა-მარჩენალიც

მე ვფიქრობ, რომ არანაირ გაკვირვებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, იმიტომ, რომ "ოცნების" პრეზიდენტმა თქვა ის რეალობა, რაც არის, ბიძინა ივანიშვილი მათთვის არის პრეზიდენტიც, პრემიერმინისტრიც, მამა მარჩენალიც და ადამიანი, რომელიც მართავს ამ ქვეყანას არაფორმალურად. შესაბამისად, ეს მან ქვეცნობიერად გააჟღერა მაღალი ტრიბუნიდან და თქვა, რომ მასზე მაღლა კიდევ არსებობს ადამიანი, რომელსაც პრეზიდენტიჰქვია და მე მის დავალებებს ვასრულებ. ეს შინაგანად აქვთ ცნობიერებაში გამჯდარი.

თქვა ტელეკომპანია პირველის ეთერში "ლელოს" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ. დღეს, 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბიძინა ივანიშვილი "პრეზიდენტ ივანიშვილად" მოიხსენია.

კომენტარები