კორონავირუსი

ჯანდაცვის მინისტრი: კორონავირუსთან გამკლავების რესურსი გვაქვს, ტიპიურად მიმდინარე ვირუსია

კვირაზე მეტია, ტარდება პრევენციული ღონისძიებები ჩვენს სასაზღვრო ზონებზე, სადაც შემოწმებულია ყველა ის მოქალაქე, რომელზეც შეიძლება იყოს მიტანილი ეჭვი, რომ ის შეიძლება იყოს პოტენციურად კორონავირუსის მატარებელი.

ამ პრევენციულმა ღონისძიებებმა გამოიწვია ის ფაქტი, რომ საქართველო დღესაც იმყოფება "მწვანე ზონაში".

ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს რესურსი, რომ გავუმკლავდეთ კორონავირუსს, ვინაიდან ეს არის ტიპიურად მიმდინარე ვირუსი, მთავარი რაც არის ამ შემთხვევაში, არის ის, რომ დროულად იქნეს აღმოჩენილი დახმარება

ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ახალ კორონავირუსზე. ამ დროისთვის, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში საქართველოს სამ მოქალაქეს აკვირდებიან. სამივე მათგანი ჩინეთში იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ ელოდება, რომ მათ კორონავირუსი დაუდასტურდებათ, თუმცა, 100%-იანი სიზუსტისთვის, როტერდამიდან ლაბორატორიული კვლევის პასუხებს ელოდებიან. საქართველოში ჯერჯერობით კორონავირუსის არც ერთი ფაქტი არ დადასტურებულა.

კომენტარები