კორონავირუსი

გამყრელიძე: არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ შემთხვევა დაფიქსირდა, მთავარია პრევენცია და მზადყოფნა

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, შემთხვევის დაფიქსირებას ველოდით, იქნებოდა, შესაძლებელია, იყოს კიდევ შემთხვევები. მაგრამ ჩვენ ერთის მხრივ, პრევენცია უნდა გავაკეთოთ სხვა შემთხვევბის შემოტანის, რაც რთული იქნება და მეორე მხრივ, ქვეყანა მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ ამ ადამიანებს ადრეულ ეტაპზე გაეწიოთ სამედიცინო დახმარება.

ხაზს ვუსვამ - შემთხვევების 81% მიმდინარეობს მსუბუქად ანუ, სრული გამოჯანმრთელებით სრულდება, შესაძლებელია, სერიოზული სამედიცინო ჩარევის გარეშე.

შემთხვევების 14-15%-ში არის ე.წ მწვავე მდგომარეობები, რომელიც საჭიროებს აქტიურ სამედიცინო დახმარებას, ხოლო 5% გახლავთ კრიტიკული მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ უკვე რეანიმაციულ დახმარებას.

აქედან გამომდინარე, მზადყოფნა სამედიცინო ქსელის არის, ჩვენთან არის რეზერვი როგორც საკარანტინო სივრცეების, ისე შესაბამისი პოლიპროფილური საავადმყოფოებისა, სადაც გახლავთ ყველა საშუალება იმისა, რომ ადამანებს გაეწიოთ შესაბამისი სამედიცინო დახმარება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მთავრობის სხდომას ესწრება.

კომენტარები