კორონავირუსი

გამყრელიძე კორონავირუსზე: დიახ, პრობლემა არის გლობალურად, მაგრამ პრობლემა გამკლავებადია

მნიშვნელოვანია, რომ ახალი კორონავირუსი დაავადებულთა 80-82%-ში მიმდინარეობს მსუბუქად, თითქმის ყოველგვარი ჩარევის გარეშე ეს ადამიანები ჯანმრთელდებიან. ამიტომაც, ჩინეთში იმატებს გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და იკლებს ახალი შემთხვევების რაოდენობა.

რა თქმა უნდა, ვისაც ხვდება ინფექცია, ეს ნაკლებ დამამშვიდებელია, მაგრამ უნდა მივცეთ საზოგადოებას ეს ინფორმაცია - დიახ, პრობლემა არის გლობალურად, მაგრამ პრობლემა გამკლავებადია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ ლოგისტიკურად, ინფრასტრუქტურულად, მზადების რეჟიმი ბევრად უკეთესია, ვიდრე ყოფილა წინა ათწლეულეუბის განმავლობაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე TV პირველის ეთერში.

კომენტარები