კორონავირუსი

თურნავა: როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, იტალიასთან პირდაპირ ფრენებს აღვადგენთ

იმედი გვაქვს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად, კორონავირუსთან დაკავშირებული გამოწვევა ალბათ შემცირდება ან საერთოდ განულდება, ეს არის ჩვენი მოლოდინი. როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ პირდაპირი ფრენების აღდგენა, რადგან ეს პირდაპირი ფრენები არის ჩვენი პოლიტიკის ერთერთი მონაპოვარი, ჩვენ ამას გავაკეთებთ.

ასევე მინდა დავამშვიდო ის ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც აპირებდნენ აქ გამომგზავრებას იტალიიდან პირდაპირი რეისების მეშვეობით საქართველოს მიმართულებით, ჩვენ უკვე ვმუშაობთ იმ თვალსაზრისით, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი ჩამოყვანა და ამაზე იზრუნებს სახელმწიფო

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსის გამო იტალიასთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტაზე.

კომენტარები