მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ივანიშვილს სასახლესთან აქვს ბუნკერი 800$ მლნ-ით, ეს ხალხის დაცვას უნდა მოხმარდეს

როგორ ვამუშაოთ ივანიშვილის ფული ხალხზე, ნამდვილად და არა მოჩვენებითად: ივანიშვილმა გამოაცხადა დღეს დილიდან, რომ მისი ფონდი „ქართუ" შეუვსებს სახელმწიფო ორგანოებს ფულს, თუ მათ რაღაც თანხები დააკლდებათ. [..] მას აქვს მილიარდობით ლარი მოპარული თქვენი ჯიბეებიდან. ეს ფული უნდა დაბრუნდეს, დაბრუნდეს თქვენთან და მოხმარდეს კორონავირუსისგან დაცვას და ეკონომიკური კრიზისისგან დაცვას. იმიტომ, რომ უამრავი ქართველი, რომელიც წასულია უცხოეთში, ვერ რიცხავს ფულს და ამგვარად, საქართველოს ახლა ემუქრება ლარის სრული ჩამოშლა და მასობრივი შიმშილი.

ივანიშვილს შუშის სასახლის ქვემოთ აქვს ბუნკერი, სადაც ზუსტად ვიცი, რომ უდევს თითქმის 800 მილიონი დოლარი, რომელსაც ის იყენებს პირადი საკუთრებისთვის და ეს არის თქვენი ჯიბიდან ამოცლილი ფული. თითქმის მთლიანად!

აი ეს ფული უნდა იქნეს ამოღებული და ჩაიდოს ხალხის დაცვაში, ლარის გამყარებაში და ბიზნესებისთვის დახმარებაში, რომლებიც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდნენ ამ ბოლო კრიზისის ფონზე. და მაშინ, ეს იქნება ნამდვილი დახმარება და წაადგება ქართველ ხალხს.

თქვა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქით გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში.

კომენტარები