კორონავირუსი

გახარია: სადაც შესაძლებელია, რომ რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, გავაკეთოთ სახლში

მე ვუყურებ, როგორ ვითარდება ეკლესიის მიდგომაც - თუნდაც ის სტანდარტები,  რომელსაც ეკლესია ადგენს სოციალური დისტანციის დაცვის ნაწილში, იყო აბსოლუტურად მკაფიო მოწოდებები, რომ საეკლესიო მსახურების დროს, მაშინ როცა საშუალება არ არის ვიყოთ ეკლესიის შიგნით, ვიყოთ ეზოში და კიდევ ბევრი რამე, მაგრამ სახელმწიფოს რეკომენდაცია არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი - გავუფრთხილდეთ ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, გავითვალისწინოთ ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. გავუფრთხილდეთ მეზობლებს, მეგობრებს, მშობლებს, შვილებს და იქ, სადაც შესაძლებელია, რელიგიური რიტუალები აღვასრულოთ სახლში, მოდით, ეს გავაკეთოთ სახლში, ეს არის მთავრობის რეკომენდაცია, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, რომ ვიზრუნოთ თოთოეული ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია TV იმედის ეთერში, კითხვაზე, საგანგებო მდგომარეობის და გამკაცრებული რეჟიმის პირობებში, როგორ შეძლებს მოსახლეობა რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას და აქვს თუ არა მთავრობას ამ საკითხზე კომუნიკაცია საპატრიარქოსთან. პატრიარქის ბოლო მიმართვის მიხედვით, ეკლესია არ აპირებს წირვა-ლოცვების შეჩერებას და ზიარებაც კვლავ ერთი კოვზით მოხდება.

კომენტარები