ნოდია: ილია მეორის ერთ ფრაზას შეუძლია, ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინოს ან გაწიროს

ამ განცხადებაში შეიძლება იმან გაგვაკვირვოს, რომ ინფექციონისტი, მეცნიერების წარმომადგენელი, გვეუბნება, რომ "ყველაფერი ღმერთის ნებაა" და, ფაქტობრივად, ჰიპოკრატეს ფიცს ღალატობს, როცა არ ამბობს იმას, რაც ვალდებულია რომ თქვას: დარჩით სახლში, ანუ არ წახვიდეთ წირვაზე.

ეს მეც მაკვირვებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის ჩემი მთავარი ემოცია. შეიძლება, ადამიანი კარგი პროფესიონალი იყოს (იმედი მაქვს, მარინა ეზუგბაია ასეთია, თუმცა მე ვერ შევაფასებ) და, ამავე დროს, ბრმად ენდოს რელიგიურ ავტორიტეტს.

მთავარი არის ის უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რომელიც ამ ერთ ადამიანს, ილია მეორეს, ამ დღეებში აქვს. მის ერთ ფრაზას შეუძლია ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინოს ან გაწიროს. დღეს მის სიტყვას გაცილებით მეტი ფასი აქვს, ვიდრე თუნდაც 9 აპრილის ღამეს, როცა მას არ დაუჯერეს. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი დაუჯერებს.

მაგრამ მან შეიძლება მაინც არ თქვას, რაც სათქმელია, და უამრავი ხალხი სასიკვდილოდ გაწიროს

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად ეკლესიებში წირვა-ლოცვის გაგრძელებასა და ერთი კოვზით ზიარების წესზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები