8 მარტის შეთანხმება დეპოლარიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი მცდელობა იყო და ვფიქრობ, წარმატებულიც. ბატონი უგულავას და ბატონი ოქრუაშვილის შეწყალება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები ჩატარდეს და არ მოხდეს კიდევ ერთი ჩავარდა, როგორიც წარსულში გვინახავს.
მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები იყოს გათვალისწინებული ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საარჩევნო კამპანიის ფინანსები, მედია და ა.შ.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში არსებული ჩავარდნები აღმოიფხვრას.