საზოგადოებრივი ტრანსპორტი

კალაძე საზ.ტრანსპორტის ამუშავებაზე: გუშინაც მკითხეს, გუშინწინაც... ველოდებით რეკომენდაციებს

ველოდებით რეკომენდაციას. მე გუშინაც მკითხეს, გუშინწინაც და იმისწინაც და ყოველდღე მიწევს ერთი და იგივეს გამეორება.

დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სამსახურები არიან სრულ მზადყოფნაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ველოდებით დარგის სპეციალისტების მითითებებს.

აქ საუბარია ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხობაზე, სიცოცხლეზე. არ უნდა გაგვათამამოს ამ შეზრუდვების მოხსნამ და იმან, რომ ნელ-ნელა ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს ვუბრუნდებით.

შესაბამისად, როდესაც იქნება მითითებები გაცემული, რომ დაიწყოს საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშობა, როგორ უნდა დაიწყოს და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი, მაშინვე მივიღებთ გადაწყვეტილებას

თბილისის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, რომელიც თითქმის ორი თვეა, შეჩერებულია.

კომენტარები