კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: სახლებში 30-40-კაციან პურმარილებს აწყობენ, გავრცელდება და იტყვიან, რას უყურებდნენო

"მესმის, თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა – ყველას უნდა თავისუფლება, ძალიან კარგია ეს, მაგრამ თუ ცოტა ჩვენ თავს არ ვაიძულებთ, რომ ... ლაპარაკია ელემენტარული წესების დაცვაზე – დახურულ სივრცეში რომ შედიხარ, გაიკეთე ნიღაბი, დაიცავი დისტანცია, ნუ შეიკრიბები და ნუ გადაიხდი ქორწილებსა და ხალხმრავალ დაბადების დღეებს.

კარგით რა, თბილისში ვართ და ყველამ ვიცით, სახლებში იკრიბებიან და 30-40-კაციან პურმარილებს აწყობენ, მერე დაემართებათ, გავრცელდება და მერე იტყვიან, აბა, რას უყურებდნენო. ჩვენი თანამოქალაქეების შეგნებაზეა ახლა ეს".

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები