თურნავა: აირზენამ პარიზის ბილეთები ისე გაყიდა, რომ ჩვენ თანხმობა არ გვქონდა გაცემული

იყო მთელი რიგი რეისები, რაც მართლაც შეთანხმებული იყო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, მაგრამ, მაგალითად, იგივე პარიზის რეისის ბილეთები, იყო ისეთნაირად გაყიდული, რომ ჩვენი ოფიციალური თანხმობა ამაზე გაცემული არ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც არ იყო დაგეგმილი და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ყველა ორგანიზაციული საკითხის მოგვარების, რომ უსაფრთხოდ შესრულდეს ეს რეისი თვითონ მგზავრებისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, და ეს გარკვეულ სირთულეს ახლა გვიქმნის, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ან არ გადაიდოს, ან დიდი ხნით არ გადაიდოს ეს რეისი და დროულად შესრულდეს.

ამბობს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აირზენაზე. კორონავირუსის გამო საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ სპეცრისების და ჩარტერული რეისების შესრულების ექსკლუზიური უფლება სწორედ საქართველოს ავიახაზებს აქვს. პრემიერის თქმით, ახლა მთავრობა იმაზე მუშაობს, რომ არარეგულარული ფრენები რამდენიმე ავიაკომპანიამ შეასრულოს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები