ევროპული საქართველო

ბოკერია: სააკაშვილის განცხადებაზე არ ვფიქრობ საერთოდ

[მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე] არ ვფიქრობ საერთოდ. თქვენი კითხვაა, რას ვფიქრობ ამაზე, არაფერს არ ვფიქრობ.

[...] სააკაშვილის შანსები ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან კავშირში არ არის. ჩვენ ვართ ევროპული საქართველო, მას აქვს თავისი პოლიტიკური პარტია, იმ პარტიაში რას იზამს, ეს მისი საქმეა. სხვა პარტიების აქტივობებს რატომ უნდა მივესალმო? მე მივესალმები ევროპული საქართველოს წარმატებას ივანიშვილის დამარცხების შემდეგ. სხვა ოპოზიციური პარტიები რას იზამენ, ვინ იქნება მათ წინა, თუ შუა ხაზზე, ეს მათი განცხადებაა.

ასე პასუხობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ჟურნალისტის შეკითხვას, რას ფიქრობს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე, რომ უნდა ვინმეს, თუ არა, ის ოქტომბერში ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.

კომენტარები