კობახიძე: ეკლესიაში სისულელეების მეტი რა მომისმენია, მაგრამ აცრების საწინააღმდეგო არასოდეს

ბავშვებს რატომ ერჩის ეკლესია ჰეროდესავით? ჯერ იყო და მოუნათლავი გარდაცვლილი ჩვილები ჯოჯოხეთში არიანო, ახლა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, 46% ამბობს, რომ არ აიცრებოდა და არც შვილს აცრიდა. ეკლესიაში სისულელეების მეტი რა მომისმენია, მაგრამ აცრების საწინააღმდეგო არასოდეს. ახლა რა ეტაკათ ამ მამაძაღლ მამაოებს ამას რომ ქადაგებენ? ან მშობლებს რატომ სჯერათ ამ იდიოტი მღვდლების? მერე ხომ გვიან იქნება, რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან.

წერს ყოფილი მღვდელი, თეოლოგი ბასილ კობახიძე Facebook-ზე. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 46% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის არსებობის შემთხვევაში არ აიცრებოდა, 38% კი - აიცრებოდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია სემეკის კანონპროექტზე: რატომ გეჩქარებათ? ამ კანონის გარეშე დაინგრა ქვეყანა?

კომენტარები