კონგრესმენების წერილი

ტიკარაძე კონგრესმენების წერილზე: ივანიშვილი ნამდვილად არაა ოლიგარქი, დემოკრატიის გარანტიაა

ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ოლიგარქი. პირიქით, ის საქართველოში დემოკრატიის განვითარების გარანტია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობა ერთობლივად შევძლებთ და საქართველოში დაიწყება ის დემოკრატიული პროცესები, რომლებიც უკვე 8 წელია მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, რასაც მე ვიცნობ ამ წერილს, მსგავსი შინაარსი არ დამინახავს, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოხსენიებული არ არის. 

ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამერიკელი კონგრესმენების წერილს, რომელშიც ისინი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მიმართავენ და საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ კორუფციაზე შეშფოთებას გამოხატავენ. "მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის". – წერენ ისინი.

კომენტარები