სალომე სამადაშვილი

სამადაშვილი ვაშაძეზე: ამდენი სისულელე ერთად დიდი ხანია, არ მსმენია

მიშას პარტიას და მის გარშემო გაერთიანებას ვემიჯნებით, საკუთარ პრემიერს ვასახლებთ, მაგრამ ისე, ცხადია, მიშა უნდა იყოს, პრემიერი, მაგისთვის ვიბრძვით, თან მარტო ჩვენო. მიშას ჩინურ ვერსიას რომ აწვება, მივხვდით, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, ამ კაცს რა უნდა, პრემიერობა თუ მიშას ჩამოსვლამდე დროებითი მმარველობა. ამ გრანდიოზულ დაპირებებს ვინ შეასრულებს? მიშას ჩამოსვლამდე მოასწრებს? მოკლედ, ამდენი სისულელე ერთად დიდი ხანია, არ მსმენია.

დაწერა ენმ-ს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ფეისბუქზე, ახალი საქართველოს ლიდერის, გიორგი ვაშაძის შესახებ. გიორგი ვაშაძემ 30 ივლისს თქვა, რომ საქართველოს პრემიერმინისტრი იქნება.

კომენტარები