სალომე სამადაშვილი

სამადაშვილი ბოჭორიშვილზე: სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეა

მინდა, მადლობა ვუთხრა იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა გადაარჩინეს იმისგან, რომ ევროპული მომავლის შანსი საბოლოოდ წართმეოდა. მინდა, მადლობა ვუთხრა ლაზარე გრიგორიადისს იმიტომ, რომ ლაზარესნაირმა ადამიანებმა საკუთარი ქვეყნისთვის იბრძოლეს და დღეს ამ ქვეყნისა და მისი ევროპული მომავლის დამცველებს სამარცხვინო, იაფფასიანი მედროვეები, მაკა ბოჭორიშვილის მსგავსი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს, 8 წლის განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირში ჩვენს მისიაში, 2012 წელს დადიოდა და ევროპულ ინსტიტუციებში იმაზე საუბრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო რუსი ოლიგარქი და დღეს, ამ დარბაზიდან იმაზე საუბრობს, რომ თურმე, მაშინდელი ხელისუფლება ევროინტეგრაციისთვის არაფერს აკეთებდა. სიმართლე კი არის მარტივი. ქართულო ოცნებავ, აი, მხოლოდ ასეთი ხალხი დაგრჩათ თქვენ - მედროვე. ხალხი, რომელიც ყველა ხელისუფლებას ჩაბარდება. ნაციონალური მოძრაობის დროს ნაციონალი იქნება, ქართული ოცნების დროს ოცნების მსახური იქნება და მათი პირიდან სიმართლე არასდროს ამოვა. 

თქვა პარტია ლელოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ქართული ოცნების დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს, საქართველოს ევროინტეგრაცია და სინგაპურიზაცია შეუთავსებელი იყო. მან ასევე თქვა, რომ ქართული ოცნების მოსვლამდე, საქართველო ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში ვერ გაწევრიანდა.

კომენტარები