სალომე სამადაშვილი

სამადაშვილი: ლელოში გახარიასთან პარტნიორობა არც არასდროს განხილულა და არც განიხილება

სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია რუსთავი ორიც, ისევე როგორც სხვა ტელევიზიები, რომლებსაც ხელისუფლება აკონტროლებს, ტყუილების მანქანად არიან გადაქცეულები. ცხადია, ეს არის რუსული ხერხებით გავრცელებული რაღაც ცრუ პროპაგანდა. ჩვენ ერთადერთი პოლიტიკური პარტნიორი გვყავს და ეს არის ქართველი ხალხი. ჩვენ ან შევძლებთ, რომ ქართველი ხალხი დავარწმუნოთ, რომ ცვლილებების დროა, ან ამ ქვეყანაში არაფერი არ შეიცვლება. ამიტომ ჩვენ პარტნიორობას ვაპირებთ ქართველ ხალხთან.

რაც შეეხება გახარიას, ამასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეს არც განიხილება, არც არასდროს განხილულა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან ბევრი შეკითხვებია, რომელზეც გახარიამ პასუხები უნდა გასცეს, რომ საერთოდ საზოგადოებამ დაიჯეროს მისი პოლიტიკური დღის წესრიგის და მოტივაციის. ჩვენ ცხადია, არანაირი გეგმა გახარიასთან თანამშრომლობის არ გვაქვს. ეს უბრალოდ მორიგი სულელური რუსული პროპაგანდაა, რომელზეც სერიოზული კომენტარიც კი გამიჭირდება.

თქვა ლელოს დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა TV პალიტრას ეთერში.

12 ოქტომბერს რუსთავი 2-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, წინასაარჩევნოდ მამუკა ხაზარაძის პარტია ლელო და გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის გაერთიანდნენ.

კომენტარები