ევროპული საქართველო

ბოკერია: სირცხვილია ხელისუფლების ქილიკი პოლიტდევნილებზე, რომლებიც ვერ ჩამოდიან

[ბიძინა] ივანიშვილის დამარცხების შემდეგ ეს სამარცხვინო ამბავი, რომ საერთოდ არსებობენ პოლიტიკური დევნილები და მერე ამბობენ, რომ ჩამოვალო და მერე ვერ ჩამოდიან და მერე ამაზე ქილიკობს ხელისუფლება, ქვეყანას არ სჭირდება. ეს არის სირცხვილი, ჩვენ ამას დავასრულებთ და რეალური პრობლემებით დავკავდებით, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და სწორი კომპასი. 

მეტი არაფერი აქვთ სათქმელი [ქართულ ოცნებას], გარდა ტალახის სროლისა და მათ განაჩენს გამოუტანს ჩვენი საზოგადოება არჩევნებზე.

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია. ფოთში, ხობსა და სენაკში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ჟურნალისტებმა ქართული ოცნების ლიდერების იმ რეაქციის შესახებ დაუსვეს შეკითხვა, რაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიდეო-რგოლს მოჰყვა, სადაც ის კიდევ ერთხელ ამბობდა, რომ საქართველოში ჩამოვა.

კომენტარები