იპოდრომის ტერიტორია

დეკანოიძე იპოდრომზე: ეს პარკი ხალხის საკუთრება იყო, ეს არის ჩვეულებრივი მოსყიდვა

რეალურად, ეს პარკი ეკუთვნოდა სახელმწიფოს და ხალხის საკუთრება იყო. ეს არის ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, მოსყიდვა და ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ, რომ ეს პარკი უნდა იყოს ხალხის საკუთრება.

ადამიანებზე, ამომრჩეველზე, არაფერი აღარ იმოქმედებს. 

თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ. თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, იპოდრომის ტერიტორია დედაქალაქს ბიძინა ივანიშვილმა და ფონდმა ქართუმ "სრულიად უსასყიდლოდ" გადასცა. მისივე თქმით, ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება.

კომენტარები