გახარია ჩაკეტვაზე: აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არაა, ეკონომიკაც ვერ გაუძლებს

დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადეა, რომელიც 90%-ზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა უბრალოდ ამას ვერ გაუძლებს.

ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ დღესაც ვხედავთ, ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა არის გრძელვადიანი პროცესი. შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე, ჩვენი სტრატეგია იცვლება და ეს გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და ბალანსის სწორი დაჭერა.

ამბობს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები