თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმე

ალასანია მაღალჩინოსნების დაკავებაზე: ამით ქვეყნის უსაფრთხოებას ზიანი მიადგა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიდუმლო გრიფი მოეხსნას ამ საქმეს, იმიტომ რომ უსაფრთხოების კუთხით დიდი დარტყმა მიიღო ქვეყანამ ამ ნაბიჯით. ამიტომ იმ მომენტების საიდუმლოდ შენახვას, რაც თავის დროზე აუცილებელი იყო, რომ საიდუმლო ყოფილიყო, ახლა მნიშვნელობა არა აქვს. სრული ჭეშმარიტების დადგენისთვის მთავარია გამოძიება ღიად და გახსნილად წარიმართოს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უკვე მიადგა ზიანი, მოხდეს უმაღლეს დონეზე დისკუსიები ამასთან დაკავშირებით. მე დაგეგმილი მაქვს საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრა, ასევე პრემიერმინისტრთან ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთანაც. როდესაც ყველაფერი დასრულდება, ჩვენ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ და პასუხისმგებლობა დადგება იმ პირების, ვინც შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება.

განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დღეს დილით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნების დაკავებაზე.

კომენტარები