კრიზისი კოალიციაში

ბაქრაძე: რა უნდა მოხდეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომ მმართველი გუნდი შენარჩუნდეს

დღეს ქვეყანაში სახეზეა სიტუაცია, როდესაც მინისტრი გაათავისუფლეს თანამდებობიდან კორუფციის მიზეზით. მეორე მინისტრმა განაცხადა, რომ მიდის. ხვალ ალბათ მათ კიდევ ორი მინისტრი შეურთდება - წულუკიანი და ფანჯიკიძე. დღეს ქვეყანაში სახეზეა სიტუაცია, რომ პრეზიდენტი სუბრობს, რომ ქვეყანა იმართება კულუარებიდან. დღეს ქვეყანაში არის სრულმასშტაბიანი კრიზისი, რა უდნა მოხდეს ხვალ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომ მმართველი კოალიცია შენარჩუნდეს? ვერ წარმომდგენია იმიტომ, რომ დღეს მოვისმინე ბრალდებები, რადგან მოვისმინე თავდაცვის მინისტრის, რომ მას ებრძვიან პროდასავლური ორიენტაციის გამო და მოვისმინე პრემიერმინისტრის, რომ მინისტრს გაუშვებდა მხოლოდ იმ ფონზე, რომ მინისტრი ვერ ურუნველყოფს ჯარისკაცების კვებას. ეს არის სრულფასოვანი კრიზისი. კოალიციამ ხელისუფლებაში მოსვლის 2 წლის თავზე ამოწურა საკუთარი თავი და იწყებს დაშლას.

კომენტარები