საქართველოს მთავრობა

გრიგოლ ვაშაძე: რჩევა მთავრობას - გადადგნენ!

რჩევა მთავრობას - გადადგნენ! ყველაზე ეფექტური, ყველაზე დროული. ეს მთავრობა უნდა წავიდეს მთლიანად. რა რჩევაც არ უნდა მისცეს, ვინც არ უნდა მისცეს ამ მთავრობას, ისინი, უბრალოდ, პროფესიულად არ არიან მზად. ის, რომ სრულიად დისკრედიტირებულია ეს მთავრობა, ჩვენ რომ ახლა ვართ მოწმე არა მარტო საგარეო პოლიტიკის, არამედ შიდა პოლიტიკური კრახის, ეს კლინიკური ფაქტია. ამაზე თვითონაც აღარ დავობენ. გადადგომა დემოკრატიული პროცედურაა, არ ვიძახი, რომ ეს რევოლუციის გზით უნდა მოხდეს. არის პარლამენტი, არის პოლიტიკური აქტორები, არის მმართველი გუნდი, არის მთავარი ოპოზიციური ძალა. არის საგარეო პოლიტიკისა და შიდა პოლიტიკის სრული კრახი. ერთის მხრივ, ვლაპარაკობთ საგარეო პოლიტიკაზე და მეორე მხრივ, ლარი უკვე 1.82 გახდა, რაც ეკონომიკის დღევანდელი მდგომარეობის ყველაზე კარგი ინდიკატორია, ეს ხომ სამედიცინო დიაგნოზია.

საქართველოს ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში.

კომენტარები