საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები უკრაინის მთავრობაში

საგანელიძე: დაფიქრდნენ, უკრაინაში დანიშვნებით ჩრდილი არ მიადგეს ურთიერთობებს

მე ძალიან ვწუხვარ, რომ უკრაინის ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებებს იღებს. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის წარმოუდგენელიც იყო. მე ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ უკრაინის ხელისუფლება ალბათ ბევრ უფრო საღ და გონიერ გადაწყვეტილებებს მიიღებს. აქ სულ ელემენტარულად სამ რამეზე შეიძლება ვიფიქროთ. პირველი - მათ არანაირი ანალიზი არ გააკეთეს იმის, თუ წლების განმავლობაში რა ხდებოდა ქვეყანაში, რომ მათ ზუსტი ინფორმაცია ჰქონოდათ. მეორე ალბათ ის, რომ ძალიან ვწუხვარ და მიკვირს, რომ უკრაინაში, ამ დიდებულ ქვეყანაში, ამ ნიჭიერი ხალხის ქვეყანაში, ვფიქრობ, უნდა მოიძებნებოდეს ადგილზე ის კადრები, ვინც გარკვეულად ამ პოსტებს შეავსებდნენ და ბევრად უკეთესად გააკეთებდნენ, ვიდრე ის ადამიანები, ვინც ასეთი წარუმატებლები იყვნენ თავიანთ ქვეყანაში. მესამე - ის, რომ ვფიქრობ, ალბათ ხელისუფლება კარგად უნდა დაფიქრდეს, რომ ასეთმა ნაბიჯებმა ელემენტარულად ცოტა ჩრდილი არ მიაყენოს საქართველო-უკრაინის იმ კარგ და მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც ბუნებრივია არსებობს.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით საგანელიძემ უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების დანიშვნაზე.

კომენტარები