ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენს მიერ ძებნილი, ინტერპოლით ძებნილი ადამიანები კომფორტულად არიან მოკალათებული უკრაინის მთავრობაში. ეს საზიანოა უკრაინის მთავრობისთვის, მათი იმიჯისთვის. უკრაინის მთავრობას ჩვენ მხარს ვუჭერთ, პირადად ვესაუბრე პრეზიდენტ პოროშენკოს და პრემიერ იაცენიუკს, ვუთხარი, რომ ეს აზიანებს ჩვენს ურთიერთობებს და არ არის სასიამოვნო. მე ვერ ავუხსნი ქართველ ხალხს, რატომ შეიძლება დაინიშნოს ჩვენი მეგობარი უკრაინის მთავრობაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც დანაშაულებრივი რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო, რომლის დროსაც 300 ათასი ადამიანი გასამართლდა, ან ვანო მერაბიშვილის მოადგილე, რომელიც იყო წლების განმავლობაში იმ დანაშაულებრივი რეჟიმის გამამართლებელი. ეს პირველ რიგში მათთვის არის დამაზიანებელი, რადგან რაც საქართველოში ხდებოდა, ეს იყო სასტიკი რეჟიმი. სამწუხაროა, მაგრამ ეს მათი არჩევანია, ეს არის მათი სუვერენული უფლება. როგორ შეიძლება, ალექსანდრე კვიტაშვილი, რომელმაც პრაქტიკულად დაანგრია ჯანდაცვის სისტემა საქართველოში, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი გახდეს. ეს არის მათი არჩევანი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინის მთავრობას, მაგრამ მსგავსი ნაბიჯები არ იქნება სასარგებლო ჩვენს ურთიერთობებში.
tbl.ge/mar
დაკოპირდა
განაცხადა პრემიერმა სამტრედიაში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით დაფინანსებული სასათბურე მეურნეობის დაათვალიერების შემდეგ
ამავე თემაზე
- ღარიბაშვილის მამის "მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა"
- ღარიბაშვილი: მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა
- კუპრაშვილი: ღარიბაშვილი შესამოწმებელ პირთა სიაშია, დეკლარაცია შემოწმდება კანონის დაცვით
- ღარიბაშვილმა მშობლებისგან საჩუქრად 150 000 ლარი მიიღო
- ღარიბაშვილი ზურაბიშვილზე: ღალატი ჩაიდინა, სირცხვილია ევროპაში გაზრდილი ქალბატონისგან