ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი: მეც არ მომეწონა განცხადება და მინისტრიც ძალიან შეწუხებულია

მეც არ მომეწონა თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება. მიმაჩნია, რომ ამ ტიპის პოლიტიკური შინაარსის განცხადება თავდაცვის უწყებას არ უნდა გაეკეთებინა. მე თავად ვესაუბრე თავდაცვის მინისტრს და თვითონაც ძალიან შეწუხებულია. მინდა პირველ რიგში მწუხარება გამოვთქვა ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვის გამო და მივუსამძიმრო მის ოჯახს და მე ქედს ვიხრი ამ ადამიანის ხსოვნის წინაშე. რაც შეეხება განცხადებას, მე მას არ ვიზიარებ, მიმაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებას, მაგრამ მინდა გთხოვოთ, რომ ამ ფაქტის დრამატიზებას ნუ მოვახდენთ, შეცდომა ყველას მოსდის, არავინ ვართ შეცდომისგან დაზღვეული. მაგრამ, შეცდომას სჭირდება აღიარება და ბოდიშის მოხდა, რაც ჩემი აზრით, თავდაცვის მინისტრს არ გაუჭირდება.

ასე გამოეხმაურა პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ალექსანდრე გრიგოლაშვილის გარდაცვალების შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებას

კომენტარები