საქართველოს საგარეო პოლიტიკა

კაპანაძე: მოვა ეტაპი, როცა მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს - რუსეთი თუ ევროკავშირი

მახსენდება სარეკლამო რგოლი, რომელიც უკრაინის ტელევიზიაში გადიოდა 2013 წელს. ორი დიდი ტრაილერი მიდის გზაზე, ერთს რუსეთი აწერია, მეორეს - ევროკავშირი. ორივეს ადგას იანუკოვიჩი[უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი] - ერთი ფეხი აქვს რუსეთზე, მეორე აქვს ევროკავშირზე. ეს ტრაილერები მიდიან და რაღაც ეტაპზე გზები იყოფა და იანუკოვიჩი ნელ-ნელა "შპაგატში" ჯდება. რაღაც ეტაპზე უნდა გადაწყვიტოს, აქეთ წავა, თუ იქით წავა. ჩვენ, სანამ ხელისუფლებას შეუძლია, რომ ორივე პოლიტიკა აწარმოოს, მანამდე აწარმოებს. აქ პრობლემა იმაში ჩანს, რომ აუცილებლად დადგება ის ეტაპი, როცა "შპაგატში" ჩაჯდომა მოუწევს და მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. აუცილებლად დადგება ეტაპი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასოცირების ხელშეკრულების ფუნდამენტური ნაწილების შესრულებაზე დადგება საქმე. ვისურვებდი, რაც შეიძლება, მალე გადაეწყვიტოს, რომ ეს არის ევროპული გზა და ყველაფერი დანარჩენი დაექვემდებარებინოს ამ გზისთვის, იმიტომ, რომ ახლა ასე არ ჩანს. თუ ჩვენ გვინდა მართლა NATO და ევროკავშირი ბოლომდე, ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთოთ, რათა რუსეთის აგრესია შენელდეს, არა მარტო აქ, არამედ უკრაინაში და ამ სამეზობლოში, იმიტომ, რომ გვაქვს ერთი ომი; ეს გულისხმობს იმას, რომ უკრაინას უნდა დავუჭიროთ მხარი, სადაც შეგვიძლია, რაც შეგვიძლია, უფრო აქტიურად. არ უნდა მოვახდინოთ უფრო მეტი დამოკიდებულება რუსეთზე, არც ეკონომიკური და არც სხვა ტიპის, იმიტომ, რომ კიდევ უფრო დაგვაზიანებს ეს ჩვენ. 

საქართველოს რეფორმების ასოციაციის თანადამფუძნებელი საქართველოს დღევანდელ საგარეო პოლიტიკაზე ტაბულას ეთერში, გადაცემაში თეორემა.

კომენტარები