კორუფცია

რატიანი შვეიცარიის ელჩის ინტერვიუზე: ვეფლობით კორუფციის ჭაობში

თანდათანობით, სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ამბობს და პოლიტიკური ძალებიც ხედავენ, საზოგადოებაში გაჩნდა იმის განცდა, რომ დაბრუნდა კორუფცია და რომ იმას, რაც მოპოვებული იყო ძალიან დიდი შრომის ფასად, ემუქრება საფრთხე. ვეფლობით კორუფციის ჭაობში, რაც ნიშნავს მას, რომ ისედაც კრიზისში მყოფ ეკონომიკას ემუქრებ ძალიან დიდი საფრთხე.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა საქართველოში შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის ინტერვიუ შეაფასა. ელჩმა ჟურნალ FINANCIAL-თან საუბარში თქვა, რომ გადასახადებთან დაკავშირებული ბრალდებები და რეგიონებში მოსამართლეების გახსნილობა ქრთამის მიმართ გავლენას ახდენს საქართველოში მომუშავე უცხოელ ინვესტორებზე.

კომენტარები