თავდაცვის სამინისტრო

ალასანია: გიგი კალანდაძის დაკავების ფორმა უსიამოვნო და არასწორი იყო

მე ძალიან გული დამწყდა, როდესაც მან [გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე] მოიტყუა ის, თითქოსდა მე მოვთხოვე მას ჩვენება მიეცა... დაჭერის საქმე, რა თქმა უნდა, მე მგონია დღესაც, რომ ფორმა იყო აბსოლუტურად არასწორი და როდესაც მე მითხრეს, რომ გადაწყვეტილება მიიღო პროკურატურამ და შუაღამეს შემატყობინეს ამის შესახებ და მითხრეს, რომ ახლა უნდა წავიდეთ და ავიყვანოთ, ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს არ მომხდარიყო... მე მივიდოდი სამსახურში, დავუძახებდი და იქ გვარკვევდით, იქ ვკითხავდით და შეიძლება, იმას რა აქვს სათქმელი ადამიანს... ამიტომ, შეიცვალა ფორმა, მაგრამ ეს იყო შუაღამე, ეს არ იყო სწორი ფორმა, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო პროკურატურის მხრიდან, ჩაყენებული იყო, მე ვიკითხე სპეციალურად და პრემიერმინისტრი იყო ჩაყენებული საქმის კურსში და აქედან გამომდინარე, მოხდა ასეთი უსიამოვნო, ცუდი ფორმით. თორემ შეკითხვები არსებობდა, ბუნებრივია, ექნებოდა პროკურატურას და შეეძლოთ შეკითხვები ისე დაესვათ,რომ ასეთ დრამატულ სიტუაციამდე არ მისულიყო, გეთანხმებით.

განაცხადა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა ნანუკას შოუში გენერალ გიგი კალანდაძის დაკავებაზე.

კომენტარები