ლარის გაუფასურება

მაჭავარიანი: მთავრობას არც თავისი გეგმა აქვს და არც სხვის გეგმას კითხულობს

მთავრობას არც კომპეტენცია აქვს, არც ცოდნა აქვს, არც გეგმა აქვს, როგორ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ის არ კითხულობს არც სხვის გეგმას (ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან) და არც თვითონ იცის, როგორ გააკეთოს ეს გეგმა. ამათ ხომ როცა თვითონ არაფრის შექმნა არ შეუძლიათ, აუცილებლად სხვისკენ უნდა გაიშვირონ ხელი. გაიხსენეთ, როგორც კი შენ ეუბნები, რომ სად არის გეგმა, ან ჩვენი გეგმა წაიკითხე, იმ წუთშივე - "ცხრა წელი" იწყებენ და ვიღაცისკენ ხომ უნდა გაიშვირონ ხელი.

განაცხადა ენმ-ის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ლარის კურსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე.

კომენტარები