სასამართლოზე ზეწოლა

ბოკერია: ვინ მისცა ივანიშვილს უფლება გადაწყვიტოს ვის ეპატიება დანაშაული

სასამართლოზე ზეწოლის ფაქტებს რაც შეეხება, ყველამ ნახა ივანიშვილის განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან დაკავშირებით. ახლა ამაზე უფრო მკაფიო დეკლარაცია იმისა, რომ ეს კაცი პირადად წყვეტს ვინ დაიჭირონ და ვინ არა, პროკურატურისა და სასამართლოს დამორჩილების მეშვეობით, რა უნდა იყოს არც მესმის. ახლა, იქ რაღაცა აბსოლუტურად ბრიყვული გამართლება იპოვნა, რომ რაც პირადიაო, იმას ვპატიობო - ვინ უთხრა ბატონ ივანიშვილს ან მის გარემოცვას, რომ ასე შეიძლება გადაწყვეტა რომელიმე საკითხის. ეს რაღაც პირადი წყენები კი არ არის, ძალიან მძიმე ბრალდებებზეა საუბარი. ვინ მისცა მას უფლება, რომ გადაწყვიტოს, რომ ამას ვპატიობ და ამას არა. არავის მიუცია ეს უფლება, მაგრამ ეს უფლება აქვს მითვისებული და რა თქმა უნდა ამ მითვისებულ ძალაუფლებას ახორციელებს პროკურატურის, სხვა ძალოვანი სტრუქტურებისა და დამორჩილებული მოსამართლეებისა და სასამართლოების მეშვეობით და ამას ჩვენ ყველანი ვხედავთ. ღარიბაშვილის შემთხვევაც, ყველას გვახსოვს, რომ იყო ძალიან კონკრეტული კომერციული დავა. აღშფოთებული პრემიერმინისტრი საჯაროდ გამოვიდა, მოითხოვა მოსამართლის წინააღმდეგ გამოძიების წარმოება, რომელმაც მისთვის არასასურველი გადაწყვეტილება გამოიტანა ბიზნეს დავაზე და შემდეგ, რამდენიმე კვირაში ეს გადაწყვეტილება შეიცვალა. ჩვენ თვალწინ მოხდა

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა არჩევანში სტუმრობისას მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხად

კომენტარები