სტიქია თბილისში

ტრაპაიძე: ძველი გვირაბი არის 45 კვ.მ-ის, ახალი გვირაბები 50 კვ.მ-ზე მეტი

მოგახსენებთ ფაქტებს, რაც იმ დღეს მოხდა. მილიონ კუბომეტრზე მეტი მეწყერი ჩამოწვა წყნეთის ზემოთ, რომელმაც გადაკეტა ვერეს ხეობა. ეს პირველი ფაქტი. მეორე ფაქტი, გამონგრეულმა წყალმა უბედურება დაატრიალა სვანიძის ქუჩაზე, რომელიც არის ვაკე საბურთალოს გზის წინ. როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ამ გვირაბების ბრალია, მარტივ მაგალითს გეტყვით და პასუხს ვაგებ ამ ინფორმაციაზე. კომუნისტების დროს, ვაკე-საბურთალოს გზის ქვეშ აშენებული გვირაბი, არის 45 კვ.მ კვეთის. ის არის 170 მეტრის გვირაბი. გამსვლელი გვირაბი, რომელიც იყო ზოოპარკთან, რომელიც არის 700 მეტრზე დიდი, ის არის 49 კვადრატული მეტრი. ჩვენი ყველა გვირაბი არის 50 კვ.მ-ზე მეტი. არსებობს შემომსვლელი, რომელზეც ჩვენ ხელი არ გვიხლია, არსებობს გამსვლელი. რა შუაშია ეს გვირაბები. თათბირის დროს გუშინ სპეციალისტებმა აღიარეს, რომ მომავალი უბედურებისგან თავდასაცავად უნდა აშენდეს დამბა სასაფლაოების ზევით

საავტომობილო მაგისტრალების სამშენებლო ჯგუფის ხელმძღვანელი პაატა ტრაპაიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში

კომენტარები