სტიქია თბილისში

ივანიშვილი: ზოგი ჭირი მარგებელია, ზოოპარკი იმ პირობებში არასდროს არ მომწონდა

არ ვიცი ახლა, რამდენს მოეწონება ჩემი ნათქვამი, რამდენს არა, მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო, ასე გამიგია, ასეთი ანდაზაა ქართული. ის ზოოპარკი იმ პირობებში და სადაც იყო, მე არასდროს არ მომწონდა. მე ვცდილობდი, 2006-2007 წლებში პროექტიც კი გავაკეთე, გარკვეული თანხები დავხარჯე პრინციპში და ვპირდებოდი მთავრობას, რომ დავეხმარებოდი დაფინანსებაში, რომ ცხოველსაც ჰქონდეს ცხოველური პირობები, ადამიანური არ გავიხსენოთ ან თუ გინდათ ასეც ვთქვათ, ადამიანური პირობები. თუ ვატყვევებთ ცხოველს, მათ მოვექცეთ ღირსეულად. ვფიქრობ, ჩვენი ზოოპარკი ამ მხრივ, ვერ იყო სანიმუშო დონეზე, ახლა მთავრობა იზრუნებს და ზრუნავს და როგორც განცხადება გააკეთა ნარმანიამ, ზოოპარკის გადატანაზეა საუბარი, ადგილიც გამოყოფილია. მეც ჩემ წილად დავეხმარები.

 

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი თბილისის სტიქიის შედეგად ზოოპარკის განადგურებაზე.

კომენტარები