NATO-საქართველო

ბოკერია: პრემიერს ავიწყდება ხოლმე NATO-ს წევრობის ამოცანის გარკვევით ხსენება

NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტი და პირველ წიგში საწვრთნელი ცენტრის გახნა არის ძალიან კარგი მოვლენა, მაგრამ არასაკმარისი ჩვენი უსაფრთხოების არსებითი წინსვლისთვის. ჩვენ გვჭირდება ბევრად უფრო კონცენტრირებული, კომპენტენტური და ენერგიული დიპლომატიური მუშაობა, მაგრამ სამწუხაროდ, არ გვყავს მთავრობა და პრემიერმინისტრი, რომელიც არაორაზოვნად და ენერგიულად იმუშავებდა ამ მიმართულებით. ეს მცირე დეტალებითაც კი ჩანს, ზედაპირზე რაც არის - პრემიერმინისტრს ავიწყდება ხოლმე საერთოდ ბრიფინგზე NATO-ში წევრობის ამოცანის გარკვევით ხსენება, მაგრამ ამაზე უფრო ღრმა პრობლემაა ყოველდღიურ მუშაობაში, სადაც ჩვენი მთავრობა პრაქტიკულად არ მუშაობს ან წინააღმდეგობრივ გზავნილს უშვებს ჩვენს საუკეთესო მოკავშირეებთან და ხშირად ცრუ გზავნილს უშვებს, რომ დაალაგეს ურთიერთობები რუსეთთან და რომ დიდი პროგრესი და წარმატება აქვთ. ეს გზავნილი სრულ წინააღმდეგობაშია როგორც რეალობასთან, ისე ჩვენს მიზნებთან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ NATO-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

კომენტარები