NATO-საქართველო

ბოკერია: NATO-ში გაწევრიანების გზაზე ეფექტური მუშაობა არ მიმდინარეობს

უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის შემდეგ დასავლეთის მიერ გადაფასება რუსეთის საფრთხის არის ძალიან დადებითი მოვლენა. ამის შედეგია მათ შორის უელსის სამიტის შედეგად ამ საწვრთნელი ცენტრის გახსნა, ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ საქართველოს ბევრად უფრო დიდი ამოცანები აქვს - გაწევრიანების გზაზე უნდა გადადგას წინ ნაბიჯები. მაგრამ ამ მიმართულებით სამწუხაროდ, ეფექტური მუშაობა, რბილად რომ ვთქვათ, არ მიმდინარეობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა გიგა ბოკერიამ NATO-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

კომენტარები