დევნილების საცხოვრებელი

დავით დარახველიძე: გამოსახლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება

გუშინ, 29 ოქტომბერს, მთავრობის სამუშაო შეხვედრიდან გამოსულმა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ სხვადასხვა ობიექტებზე უკანონოდ შეჭრილი დევნილების საქმის შესწავლა თითქმის დასრულებულია. მინისტრის თქმით, დევნილებს, რომლებიც სხვადასხვა შენობებში უკანონოდ არიან შესახლებულები, ფართების დატოვება მოუწევთ. ამასთან, დარახველიძემ განაცხადა, რომ გამოსახლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში დევნილებმა თვითნებურად 38-ზე მეტი ობიექტი დაიკავეს. დღეს, 30 ოქტომბერს, აფხაზეთიდან და კოდორის ხეობიდან დევნილი 20 ოჯახი გარდაბანში მდებარე, ყოფილი პროფტექნიკუმის შენობაში შეიჭრა. ისინი ფართის საკუთრებაში გადაცემას და შენობაში შიდა კომუნიკაციების მოწესრიგებას მოითხოვენ, - იუწყება ინტერპრესნიუსი.

კომენტარები