ილია ჭავჭავაძის იუბილე

ბიძინა ივანიშვილი: დადგა დრო, რომ ილია ჭავჭავაძის ნაოცნებარი ავახდინოთ

ბიძინა ივანიშვილი ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებს დაესწრო. საგურამოში მდებარე სახლ-მუზეუმის თანამშრომლებმა პრემიერი ილია ჭავჭავაძის მედლით დააჯილდოვეს. 
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ილია ჭავჭავაძის ღვაწლზე ისაუბრა.  
„მისი მკვლელობიდან 105 წელი შესრულდა და თუ გადავხედავთ ჩვენი ქვეყნის წარსულს, რაც ქვეყანაში ცუდი ხდებოდა, სწორედ ამის გამოც ვიხდიდით სასჯელს. მან მთელი თავისი ცხოვრება შეალია ერის და ქვეყნის კეთილდღეობაზე ფიქრს და ზრუნვას. ის ზრუნავდა საზოგადოების ჩამოყალიბებაზე, სახელმწიფოებრიობის გამტკიცებასა და სამართლიანობაზე. დადგა დრო, რომ ილია ჭავჭავაძის ნაოცნებარი ავახდინოთ, აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია - ეს ილია ჭავჭავაძის სიტყვებია და სწორედაც რაზეც ილია ჭავჭავაძე ოცნებობდა, ის უნდა შევასრულოთ, რათა საქართველო დადგეს ევროპული ქვეყნების რიგში“, - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები