ილია ჭავჭავაძის იუბილე

პრემიერი: ჩვენი ვალია, ვიცხოვროთ ისე, როგორც მოეწონებოდა ილია ჭავჭავაძეს

ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ ილიას ღვაწლზე, მის მოღვაწეობაზე, მის აზროვნებაზე. მართლაც ძალიან აქტუალურია ილიას ნააზრევი, რომელიც იყო აქტუალური ერთი საუკუნის წინ და მე მჯერა, ასევე იქნება აქტუალური ერთი საუკუნის შემდეგ. ყოველი მისი ნაბიჯი, ყოველი მისი მოღვაწეობა და ქმედება იყო გამიზნული იმისკენ, რომ გაძლიერებულიყო ქართული სახელმწიფო და ქართული საზოგადოება. სწორედ ილიას დამსახურებაა ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში გაღვივდა ეროვნული თვითშეგნება, სახელმწიფოებრივი აზროვნება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ვალია, რომ განსაკუთრებულად დავაფასოთ ამ უდიდესი ქართველის, ჩვენთვის საამაყო ადამიანის მოღვაწეობა და ვიცხოვროთ ისე, როგორც მოეწონებოდა ილია ჭავჭავაძეს. მივსდიოთ მის გზას, რომელიც არის სიმართლის გზა.

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, საგურამოში, ილიაობაზე.

კომენტარები