ივანიშვილის ინტერვიუ ქრონიკაში

ივანიშვილი: ღარიბაშვილის არაერთხელ ვუთხარი - ნათესავები შენი პრობლემა იქნება

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

ღარიბაშვილისთვის რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი შენი ნათესავები შენი პრობლემა იქნება - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა იმედის ეთერში, ქრონიკისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა

„რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი შენი პრობლემა იქნება შენი ნათესავები და დაცვათქო, რომ საზოგადოება არ გააღიზიანო არც ერთით და არც მეორით. დაცვაც ძალიან აქტიურობს და დღესაც მე პრობლემა მაქვს პრინციპში ბიჭებს ყოველდღე  ვახსენებ , რომ უფრო დინჯად მოიქცნენ. ამ მხრივ მას ჰქონდა გამოწვევები და თქვენ კარგად იცით  პირველ ეტაპზე როდესაც ღარიბაშვილი შს მინისტრი იყო ჩემთან შეთანხმებული იყო, რომ დაიხმარა ჯანყარაშვილი და პოსტიც ეჭირა, მისაღებიც იყო და საზოგადოებასაც თუ გახსოვთ ამაზე არავითარი დიდი რეაქცია არ გაუკეთებია პირველ წელს.“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, მას კონკრეტულ საკითხებზე ღარიბაშვილთან შენიშვნები ქონდა და ერთ-ერთი ასეთი საკითხი რომან ჩხენკელის თანამდებობაზე ყოფნა იყო.

„რომან ჩხენკელის საკმაოდ დიდი თანამდებობა ეჭირა და ისიც რომ არ ჩათვალოს საზოგადოებამ და იმ ხალხმა, ვინც განსაკუთრებით აქცენტებს აკეთებს იმაზე, რომ თითქოს მე მბრძენებლი ვარ ღარიბაშვილის და ყველა ჩემს რჩევას თუ შენიშვნას მყისიერად ასრულებს. ეს ასე არ იყო რომან ჩხენკელზე რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი ირაკლისთან, რომ ეს კაცი აქ არ უნდა იყოს, ეს იყო ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი , მან გააკოტრა ქართუ ბანკი და აქაც, რომ გაიგოთ რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი, არ გაუკეთებია რეაქცია, თანაც არასდროს მე თავს არ ვახვევ და არც დაჟინებით არ ვითხოვ არავისგან, საკუთარი შვილებისგანაც კი არ ვითხოვ დაჟინებით, მე ესეთი ცხოვრების წესი მაქვს. მე შემიძლია რჩევა მივცე რბილად და დავასაბუთო. 6 თუ 7 თუ 8 თვის შემდგომ ეს მან გაითვალისწინა და გააკეთა, ჩემი რჩევა გაითვალისწინათქო ვერ ვიტყვი ამ შემთხვევაში ის თვითონ მიხვდა, რომ ეს ესე არ ვარგოდა და მან გააკეთა დასკვნები და თქვენ ნახეთ შედეგიც, მაგრამ ის რომ მე  გავათავისუფლე ჩხენკელი ამის თქმის საფუძველი არა გაქვთ." - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით ღარიბაშვილის ეს დამოკიდებულებაც კარგი მაჩვენებელია იმის, რომ ის არ იმართება. ის ასევე არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები საქართველოს მართავენ. 

კომენტარები